სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მიქავას თემის N1 საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს
22-05-2024
-
+


ჟორჟი კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N1 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

ეს დღე სასკოლო საზოგადოებისთვის ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო.

კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

სკოლის პედაგოგებმა კი ისინი ემოციური და სიყვარულით აღსავსე სიტყვებით გააცილეს სკოლიდან.

„სევდანარევი სიხარულით ითვლით ამ წამებს. გენანებათ ბავშვობის ლამაზ და უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება, ამასთანავე გიხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება. წინ ხომ ჯერ კიდევ შეუცნობელი სამყარო გელით, სადაც უკვე აღარავინ ჩაგთვლით ბავშვებად, უფრო მეტი პასუხისმგებლობები გეკისრებათ, ვიდრე აქამდე და უფრო რთული და საინტერესო ცხოვრებისეული ბარიერები .

რა ლამაზი იყო ეს ყველაფერი და რა დასანანია, რომ მთავრდება! თუმცა მოსაწყენად არ გცალიათ - წინ კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრება გელით!

გიყურებთ დაზრდილებს და გული მიჩუყდება... მინდა ყოველ თქვენგანს მოგეხვიოთ, გისურვოთ წარმატებები თქვენი ცხოვრების გზაზე! ჯანსაღი ცხოვრებით გეცხოვროთ, უეკლო გზებით გევლოთ, თავად იღბალი ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური, საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული კი არასოდეს დაგეკარგოთ და მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია.

მე კი ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები, ჩუმად ვადევნებ თვალს თქვენს წარმატებებს და დავტკბები“, - ვკითხულობთ პედაგოგ სუსანა შელიასა და კლასის დამრიგებელის აზა კვარაცხელიას ემოციურ წერილში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულია ორი პირი - ცხენის ხორცს მარნეულისა და ქარელის ბაღებში ბავშვებს აჭმევდნენ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
„ჩვენს მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებას, თავდაჯერებულობას და შთამბეჭდავ შედეგებს“
 
„2025-2026 სასწავლო წელი ძალიან აქტიური, პროდუქტიული და მრავლისმომცველი იყო ჩვენი სასკოლო საზოგადოებისთვის“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება