სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეები მასშტაბურ პროექტში მონაწილეობდნენ
01-06-2018
-
+


წყალტუბოს, არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მე-6 - მე-12 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ მაია ქობულიას ხელმძღვანელობით პროექტში - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წელი“ მონაწილეობდნენ. 

პროექტის ფარგლებში სკოლის აღსაზრდელებმა ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის საბავშვო ბიბლიოთეკის „ამერიკულ კუთხეში“ ფოტოგამოფენა - „ქართველი ემიგრანტები ამერიკაში“ დაათვალიერეს და დოკუმენტური ფილმი „დაკარგული ქართველი ქალი“ ნახეს. 

მოსწავლეები ასევე ფოტოგამოფენაზე - „დამოუკიდებლობის 100 წელი“ იმყოფებოდნენ, ნახატების გამოფენა მოაწყვეს, აქტივობაში - „ჩვენ ვამზადებთ საქართველოს დროშებს“ ჩაერთვნენ და  წყალტუბოს გ. ახვლედიანის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერეს.

მოზარდებმა მოსწავლეთა კონფერენციაში - „დაფარული ისტორიები“ იაქტიურეს და კონფერენციის მასალების საფუძველზე ბროშურებიც დაამზადეს. 

სკოლის აღსაზრდელები ასევე საქალაქო ღონისძიების ფარგლებში გამართულ კონფერენციაშიც - „საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი“ მონაწილეობდნენ. 

ბოლოს კი სკოლაში პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები სრულად

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება