სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გზა მენტორობამდე“ - სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
01-06-2018
-
+


სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში მეთოდური დღე - „გზა მენტორობამდე“ ჩატარდა. 

ღონისძიებას ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსი, მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა მენტორი მასწავლებლის ხათუნა ხალვაშის მიერ ცოდნის აუქციონისა და პრესკონფერენციის ფორმით ჩატარებულმა სამოდელო გაკვეთილებმა. 

„გასაზიარებელია მასწავლებლეთა კონფერენციაზე წარმოდგენილი გამოცდილება. სკოლის უფროსი მასწავლებლები - რუსუდან კოპლატაძე, ლია სოფრომაძე, მანანა ნაცვლიშვილი, ვარდო ხოზრევანიძე,  მანანა კოჩაძე, მაყვალა მანწკავა, თამარ დოლიძე, ლია ტაკიძე, სოფო ხოზრევანიძე, ნარგიზ მამულაძე - რეკომენდაციებს გასცემდნენ სქემით გათვალისწინებული აქტივობების შესასრულებლად, უზიარებდნენ კოლეგებს კრედიტების ათვისების პროცესში წარმოქმნილ სიძნელეებსა და მათი გადალახვის გზებს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმი. მოსწავლეთა მიერ შესრულებულმა სიმღერებმა, ცეკვებმა, დეკლამაციამ მაყურებელი მონუსხა. ემოციებით დატვირთული დღე ახალგაზრდა პედაგოგთა კლუბში გამართული დისკუსიითა და აზრთა გაცვლა-გაზიარებით დასრულდა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება