| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში STEM კლუბი „ევრიკა“ წარმატებით მუშაობს. კლუბს თამარ ჩხენკელი და
ციალა ჩარგეიშვილი ხელმძღვანელობენ და მოსწავლეებს მეტად საინტერესო საკლუბო სამუშაოს სთავაზობენ.
ამჯერად, კლუბის წევრები თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და STEM ინოვატორთა ასოციაციის ორგანიზებულ საგანმანათლებლო STEM პროექტების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ საკონკურსო გამოფენაში მონაწილეობდნენ.
დასკვნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი ხელით შექმნილი და დაპროგრამებული “ქანქარიანი საათი, რომელშიც თუთიყუში ცხოვრობს“. მან დამთვალიერებლის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
„კლუბმა პირველი ნაბიჯები გადადგა... სახუმრო საქმე როდია 60 სკოლაში გამოირჩე და შენი სიტყვა თქვა... ჩვენი ჭკვიანები... თავისთვის ფუსფუსებენ და წარმატებისკენ ისწრაფვიან... მადლობა ქალბატონებს - თამარ ჩხენკელსა და ციალა ჩარგეიშვილს! მადლობა მშობლებს თანადგომისა და ნდობისათვის!“,- აცხადებს სკოლის დირექტორი ნუნუ მანაგაძე-ანდრიაძე.
სკოლა მადლობას უხდის STEM ინოვატორთა ასოციაციას.
„განსაკუთრებული მადლობა ბატონ დავით სონღულაშვილს, ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელს გულთბილი მასპინძლობისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
წელს ფარის საჯარო სკოლას სამი პირველკლასელი შეემატა.
სკოლის დირექტორმა, ფატიმა თეთრაძემ, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიმართა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა