| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში, „ევროპის დღეების“ ფარგლებში, პროექტის - „საქართველო და ევროპა“ შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრაზე დაიგეგმა და პედაგოგების: მარინე ფერაძის( ისტორია) და ხათუნა ებანოიძის(გეოგრაფია) ხელმძღვანელობით, VIIIგ კლასის მოსწავლეებთან ერთად (დამრიგებელი თეა ყვავაძე) განხორციელდა.
მოსწავლეებმა მოიძიეს მასალები საქართველოსა და ევროპის ურთიერთობების შესახებ უძველესი დროიდან დღემდე, ისაუბრეს ევროკავშირის სტრუქტურასა და საქმიანობაზე.
პრეზენტაციას ესწრებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, იმერეთის რეგიონის წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე.
პრეზენტაციამ სასკოლო საზოგადოების დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
წელს ფარის საჯარო სკოლას სამი პირველკლასელი შეემატა.
სკოლის დირექტორმა, ფატიმა თეთრაძემ, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიმართა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა