სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნახშირღელის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ფლეშმობი და ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული სხვა საინტერესო აქტივობები
02-05-2024
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ისიც, რომ სკოლაში დედამიწის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, არაერთი საინტერესო აქტივობა მოეწყო.

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა (I-II-III-IV, ხელმძღვანელები: მ.ფანჩულიძე, ქ.ბრეგაძე, ზ.ნიკოლაძე, ი.არევაძე) გააფერადეს დედამიწის მცირე მოდელი და თემატური პლაკატები შექმნეს.

ამავე სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგმა - შორენა მუმლაძემ კი გააერთიანა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები და სკოლის ეზოში ნამდვილი დღესასწაული მოაწყო.

ეს ღონისძიება მოიცავდა პროექტის პრეზენტაციასაც - „დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“, რომელზედაც აღნიშნული კლასების მოსწავლეები ერთი მასწავლებელთან ერთად ერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. I კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს რიტმული ვარჯიშები მუსიკის თანხლებით, დედამიწის მოდელის გარშემო, რომლის მოხატვაშიც მშობლები დაეხმარნენ.

II კლასის მოსწავლეებმა, სკოლაში, წარადგინეს სხვადასხვა მხატვრული ცეკვა. IV კლასის მოსწავლეებმა დარგეს ნერგები. VI კლასელებმა კი იცეკვეს „ჯაივი“.

ღონისძიება მხიარული, შინაარსიანი და საინტერესო გამოვიდა.

„ღონისძიების დასასრულს პატარებმა გაუშვეს ბუშტები, რომლებსაც სამყაროში კეთილი სურვილები გაატანეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:






კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

17 წლამდე მოზარდები ელექტროსკუტერებით ვეღარ გადაადგილდებიან - შეზღუდვები მიქირავება-მიყიდვასაც ითვალისწინებს

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ

„მადლობა თქვენ, ჩვენ კი გვიმრავლდეს ფერადი დღეები და წლები!“

„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი აღიარებას“

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

 

 

პედაგოგის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა და პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება