სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გართულდა თუ არა ისტორიის ტესტები და რას უნდა მიაქციონ ყურადღება აბიტურიენტებმა - ისტორიკოსის რეკომენდაციები
25-05-2024
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდები ახლოვდება, აბიტურიენტებმა მათთვის სასურველი საგნები უკვე აირჩიეს. ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე ერთ-ერთი სავალდებულო საგანია ისტორია, რომელსაც მათი დიდი ნაწილი აბარებს. დღეს კი, აბიტურიენტებს გაგიზიარებთ ისტორიკოსის რჩევებს, თუ როგორ გამოიყენოთ დარჩენილი დრო ეფექტურად, როგორ იმუშავოთ ტესტებზე და რას დაუთმოთ ყველაზე დიდი დრო - ლია კოტრიკაძე უკვე წლებია ისტორიას ასწავლის, არის რეპეტიტორი და აქვს დიდი გამოცდილება აბიტურიენტებთან მუშაობის, კარგად იცნობს ერთიანი ეროვნული გამოცდების სპეციფიკას და გამოწვევებს, რომლებსაც აბიტურიენტები თავისი საგნის სწავლებისას აწყდებიან.

„აბიტურიენტებს ვუსურვებ წარმატებას და ვურჩევ, ირწმუნონ თავიანთი შესაძლებლობების. დარჩენილი დროის ეფექტურად გამოყენება მნიშვნელოვანია, ნასწავლი მასალის გამეორება და ტესტებზე მუᲨაობა დაეხმარებათ შეაფასონ ცოდნის ხარისხი, შესაბამისად, გამოავლინონ სუსტი მხარეები და კონკრეტული მიმართულებით გაააქტიურონ მუშაობა“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

აღსანიშნავია, რომ წელს ისტორიის ტესტებში შევიდა ცვლილებები, რამაც საზოგადოებაში აზრთა სხვადსხვაობა გამოიწვია, ჩვენი რესპოდენტი განახლებულ ტესტებზეც საუბრობს და იმასაც აღნიშნავს, რომ შესაძლოა 2024 წლის ვერსია მეტად გართულებული მოეჩვენოთ აბიტორიენტებს:  „წელს ტესტში მოცემული იქნება დავალებები: 35 დახურული ტიპის დავალება; ისტორიული რუკის ანალიზი, რომელიც დახურული ტიპის შეკითხვებით იქნება წარმოდგენილი; ისტორიული მოვლენის ანალიზი და შეფასება; ისტორიული წყაროს ანალიზი - ვფიქრობ, ცვლილებებმა არ უნდა გამოიწვიოს დაბნეულობა, მიღებული ცოდნის შესაბამისად გამოყენება, თავდაჯერებულად და მშვიდად მუᲨაობა აბიტურიენტებს სასურველი შედეგის მიღებაში დაეხმარება. რაც შეეხება გართულდა თუ არა ტესტები? - რთულია ცალსახა პასუხის გაცემა, ალბათ, ცოტა უფრო გართულდა, რათა მოითხოვს საგამოცდო მასალის ღრმა ცოდნას, თუმცა ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. საბოლოო ჯამში, მთლიანად ტესტი, რომ შევაფასოთ, ორიენტირებულია, როგორც ფატობრივ ცოდნაზე, ასევე კრიტიკულ აზროვნებაზე, არგუმენტირებულ მსჯელობაზე, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენაზე, პრობლემის გააზრებაზე, ანალიზსა და შეფასებაზე“.

ხშირად დგას საკითხი, საიდან სჯობს ტესტებზე მუშაობის დაწყება, პედაგოგები აბიტურიენტებს, ურჩევს, რომ: „თავად გადაწყვიტონ მუᲨაობა წყაროს ანალიზით დაიწყონ, თუ რომელიმე სხვა დავალებით, მე ვფიქრობ პრობლემა არც ისაა თანმიმდევრულად მიყვნენ ტესტებს, მთავარია დროის მენეჯმენტი და მისი ისე გამოყენება, რომ მათთვის რთული დავალებების შესასრულებლად, ფიქრისთვის, საკმარისი დრო დაიტოვონ“. 

პედაგოგი ხშირად დაშვებულ შეცდომებზეც გვესაუბრა: „დახურულ კითხვებზე პასუხს ხშირად ნაჩქარევად აფიქსირებენ, აუცილებელი ოთხივე სავარაუდო პასუხის გააზრება და მხოლოდ მას შემდეგ დასკვის გაკეთება, ვინაიდან, ხᲨირად, მიმსგავსებული პასუხების შემთხვევაში, არასწორ დასკვნას აკეთებენ. ხშირად არ აკვირდებიან ტესტური დავალების შეკითხვა მხოლობით რიცხვშია დასმული თუ მრავლობითში. შესაბამისად, სრულყოფილ პასუხს ვერ სცემენ დასმულ შეკითხვებს - ასეთი და მსგავსი უზუსტობების თავიდან ასაცილებლად შეკითხვები ყურადღებით უნდა წაიკითხონ და კარგად გავიაზრონ“. 

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი - 2 საათი და 40 წუთი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება