სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საგარეჯოს N4 საჯარო სკოლამ უმცროსკლასელთა ინტელექტთამაშში პირველი ადგილი დაიკავა
01-06-2018
-
+


საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს საგარეჯოს მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლში უმცროსკლასელთა რიგით მე-8 ინტელექტთამაში გაიმართა. 

შეჯიბრში მონაწილეობდნენ საგარეჯოს N1, N3, N4, პატარძეულის, გიორგიწმინდის საჯარო და პატარძეულის ქართულ-ფრანგული სკოლა-ლიცეუმის ინტელექტგუნდები. 

თამაშის თემა გახლდათ - ავსტრია. 

პირველი ადგილი 18 ქულით  საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, მე-2 ადგილზე 17 ქულით  გიორგიწმინდის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, 16 ქულა და მე-3 ადგილი საგარეჯოს N3 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, 15-15 ქულით მე-4 ადგილი პატარძეულის საჯარო და პატარძეულის ლიცეუმმა მიიღო, 14 ქულით მე-5 ადგილი საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა. 

კაპიტნების კონკურსში პირველი ადგილი 2-2 ქულით პირველი საჯარო სკოლის გუნდის კაპიტანმა ნიკა კევლიშვილმა, პატარძეულის საჯარო სკოლის გუნდის კაპიტანმა ნია ბოჭორიძემ და გიორგიწმინდის საჯარო სკოლის გუნდის კაპიტანმა ლიკა კევლიშვილმა დაიკავეს; მე-2 ადგილი 1-1 ქულით საგარეჯოს N3 საჯარო სკოლის გუნდის კაპიტანმა ნანუკი ტიგინაშვილმა, მე-4 საჯარო სკოლის გუნდის კაპიტანმა ვიტალი ოსეფაშვილმა და პატარძეულის ლიცეუმის გუნდის კაპიტანმა ნათია ვაჩნაძემ დაიკავეს. 

თამაში საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, შემდეგ კი დოკუმენტური ფილმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიის შესახებ აჩვენეს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება