| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სხვადასხვა საინტერესო აქტივობითაა დატვირთული.
ამ მხრივ, გამონაკლისი არც აპრილი ყოფილა. სკოლაში დედაენისა და დედამიწის დღეები თემატურიად აღინიშნა.
დედაენის დღე სასკოლო საზოგადოებას მეექვსეკლასელებმა ლამაზი აქტივობით მიულოცეს. თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ნამუშევრები მოამზადეს, ქართული ენის წარმოშობისა და განვითარების შესახებ ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს, კედლის გაზეთები დაამზადეს და სასკოლო სივრცეში გამოფინეს.
გარდა ამისა, ქართული ენის დღეს მიეძღვნა ასევე ესეების კონკურსი - „ვინ უკეთ წერს“. მასში 15 მოსწავლე მონაწილეობდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველი ადგილი - მარიამ კინწურაშვილმა (XI კლასი), მეორე ადგილი - ვალერი წიწილაშვილმა (IX კლასი), მესამე ადგილი - მარიამ სიმსივემ (VII კლასი) დაიკავეს. კონკურსი შემოქმედებით და საინტერესო იყო. მონაწილეები სიგელებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კვირეული - „დედამიწა ჩვენი სახლია“ მოეწყო. მის ფარგლებში, l-Xl -კლასის მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო, დარგეს ყვავილები და ხეხილი. გაიმართა კონფერენცია - „დედამიწა ჩვენი სახლია”, რომლებზეც საკონფერენციო თემები Vlll კლასის მოსწავლეებმა: გ. უშვერიძემ, დ. ონიანმა და ნ. იობიძემ, ასევე lX კლასის მოსწავლეებმა - ანამარია ნაჭყებიამ და ლიზი ჯანელიძემ წარადგინეს.
კვირეული დააგვირგვინა ინტელექტუალურმა თამაშმა - „რა ,სად, როდის”, რომელშიც Vll-Xl კლასის გუნდები ჩაერთნენ. გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველი ადგილი - lX კლასის გუნდმა - „დასი” და მეორე ადგილი - Vlll კლასის გუნდმა „კოლხამ“ დაიკავა.
კვირეული ხალისიანად და საინტერესოდ წარიმართა.მას ხელმძღვანელობდნენ ისტორიის პედაგოგი: ციცონო ჯანელიძე-ონიანი, ბიოლოგიის პედაგოგი - ირინა ახალაძე და გეოგრაფიის პედაგოგი - ვალერი ძოწენიძე.
ქართული ენის დღისამი მიძღვნილ ღონისძიებას ლექსი - „ენავ გრიგალო“ გასდევდა:
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება
შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს