სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე არაერთი ღონისძიებით აღინიშნა
29-04-2024
-
+


ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და შესაძლებლობების გამოვლენაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

ახლახან, სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით კი, შემდეგი ღონისძიებები გაიმართა: 

1. „არა ბარბარიზმებს!“
2. „იაკობ გოგოებაშვილის სახლ-მუზეუმის“ ფილმის ჩვენება;
3. იაკობ გოგებაშვილის ტექსტების მიხედვით შექმნილი ანიმაციების ნახვა;
4. მოსწავლეების ნაწერების გამოფენა;
5. დედა ენის ჰიმნის მოსმენა. 

აქტივობებში დაწყებითი საფეხურის ყველა მოსწავლე დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდა. მათ თემატური ნამუშევრები მოამზადეს, ქართულ ანბანს ხოტბა შეასხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება