სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პირველი სვირის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეთა პატრიოტული ღონისძიება
29-04-2024
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები პატრიოტული სულისკვეთებითა და მაღალი მოქლაქეობრივი თვითშეგნებით გამოირჩევიან, რაშიც უდიდესი წვლილი სკოლის დირექციასა და პედაგოგებს მიუძღვით. ისინი მოსწავლეებს ისტორიულ თარიღებსა და მოვლენებთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ყურადღების მიღმა 1989 წლის 9 აპრილიც არ დარჩენილა.

სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ თინა გეწაძის ხელმძღვანელობით, დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს დაღუპულ გმირთა სახელები, ისაუბრეს 9 აპრილის მონაპოვარ დამოუკიდებლობაზე და დადეს პირობა, შეეცდებიან მიიღონ ისეთი განათლება, რომ შეძლონ თავისუფალ, გაბრწყინებულ და აყვავებულ საქართველოში ცხოვრება.

მოსწავლეებმა ლამაზი წუთები აჩუქეს დამსწრე საზოგადოებას.

„მადლობა მასწავლებელს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს განხორციელებული აქტივობისთვის.

9 აპრილი უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ერთდროულად სევდითა და უდიდესი სიამაყით აღსავსე დღე, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს და ყოველთვის ახსოვდეს“, -აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
ბესიკ კალაძემ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი შრომისთვის
 

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება