სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი ფესვები“ - ჩოლურის საჯარო სკოლის საინტერესო პროექტი და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამართული შთამბეჭდავი ღონისძიება
29-04-2024
-
+


ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და გაჯერებულია შთამბეჭდავი ღონისძიებებით, რომლებშიც მოსწავლეები დიდი შემართებით ერთვებიან. 

აღსანიშნავია, რომ 21 აპრილს განხორციელდა ჩოლურის საჯაო სკოლის სოციალური პროექტი - „ჩემი ფესვები“, რომელიც ლენტეხის ლ.მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ჩატარდა. 

პროექტის ფარგლებში, ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ ეკომიგრანტი ბავშვები, კერძოდ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლის მოსწავლები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი ეკომიგრანტი თაობა წინაპართა ფესვებს გაცნობოდა, ასევე ეკომიგრანტების დაინტერესება და გაცნობა იმ შედეგებთან, რაც მოუტანა ეკომიგრანტობამ სვანეთს.

სკოლაში კიდევ ერათხელ გაიხსენეს, რომ 1989 წლის სტიქიური მოვლენების გამო, ეკომიგრანტების თაობა მოწყდა წინაპართა ფესვებს, ტრადიციას, ისტორიას, სვანური ენის სწავლების ტენდეციას. იკარგება მაღალმთიანი სოფლების კულტურული და ბუნებრივი პოტენციალი. ეკომიგრანტი ახალგაზრდები ნაკლებად ინტერესდებიან საკუთარი ფესვებით, რაც იწვევს დაცარიელებულ სოფლებს. ამიტომაც, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამაღლდეს ახალგაზრდა ეკომიგრანტების თაობაში სვანეთისადმი სიყვარული და მისი ისტორიისადმი ცნობიერება. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია საკუთარი კუთხის შესახებ, ასევე წაიკითხეს თემატური ლექსები. ეკომიგრანტ ბავშვებს დაუსვეს სახალისო კითხვები სვანეთის შესახებ, გაიხსენეს სვანური გამონათქვამები, რომლებსაც  ქართული ვერსიით ხსნიდნენ.

თავის მხრივ ეკომიგრანტმა მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია. დააგემოვნეს სვანური ტრადიციული კერძები და დაათვალიერეს ლენტეხის ღირსშესანიშნავი ადგილები.

დასასრულს, ერთმანეთს სკოლებმა დამეგობრების ნიშნად სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

სკოლაში მადლობას უხდიან პრექტის ხელმძღვანელს, მხარდამჭერებსა და აქტიურ მონაწილეებს გაწეული შრომისთვის.

„მადლობა  გვინდა გადავუხადოთ ამ შესანიშნავი პროექტის ხელმძღვანელს და სულის ჩამდგმელს, ჩოლურის საჯარო სკოლის პედაგოგ ინგა ონიანს და  თანამონაწილეებს - ნანა შუნითიძეს, ანჟელა მარგველიანს და ქეთინო მუკბანიანს. ასევე, მადლობა გვინდა გადავუხადოთ მუზეუმის დირექტორს, რომ დაგვითმო ადგილი ღონისძიებისთვის.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ნამაშევის საჯარო სკოლის დირექტორის - მინდია გველებიანის, მასწავლებლების და მოსწავლეების მაღალი ჩართულობა და აქტიურობა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას მოახსენებს ჩოლურის საჯარო სკოლა“, - აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი მარინა ლიპარტელიანი. 

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება