სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შენ შეგიძლია აქციო ყოველი დღე დედამიწის დღედ“ - ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და გარემოს დაცვის მხარდასაჭერი აქტივობები
25-04-2024
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე თემატური აქტივობებით აღნიშნეს.

მათ საინტერესო პრეზანტაცია გამართეს, თემატური პოსტერები მოამზადეს, ნარჩენების სეპარეცია უზრუნველყვეს, სიმბოლური სამკერდე ნიშნები დაამზადეს და ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.

თითოეული აქტივობა ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი იყო, რითვისაც ხაიშის საჯარო სკოლა მონაწილე მოსწავლეებს მადლობას უხდის. 

„ჩვენ ყველგან და ყოველთვის შეგვიძლია ვიზრუნოთ დედამიწაზე და გარემოზე, რომელსაც ჩვენ გარშემო ვქმნით.
გახსოვდეს, პატარა ნაბიჯებს დიდი შედეგი მოაქვს. შენ შეგიძლია აქციო ყოველი დღე დედამიწის დღედ“,- სწორედ ეს გზავნილები გასდევდა აქტივობებს. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება