სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ინგლისურენოვანი პროექტი და შემოქმედებითი აქტივობები
25-04-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, სასწავლო წელი მალე დასრულდება, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, მოსწავლეებს მოტივაცია არ დაუკარგავთ და ისინი სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, 22 აპრილს „უცხო ენათა კვირეულის“ პროგრამით, ინგლისური ენის მასწავლებელ ნათია ყანჩაველის ხელმძღვანელობით, მე-7 დ კლასის (დამრიგებელი კახაბერ ტყეშელაშვილი) მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტი ოსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტი“.

პროექტის მონაწილეებმა გაითამაშეს ამ ცნობილი რომანის სხვადასხვა ეპიზოდიდან სცენები.

„მათ გადმოცემულ ამბავს ჰყავდა მთხრობელი, იყვნენ რომეო და ჯულიეტაც, მე-7დ კლასის მოსწავლე შოთა ჩხენკელმა ოსტატურად დახატა დორიან გრეის ორივე პორტრეტი“, - გვიყვებიან სკოლაში.

იმავე დღეს მე-8გ კლასის (დამრიგებელი და ინგლისურის მასწავლებელი ნათია ყანჩაველი) მოსწავლეებმა ხატოვნად მოუთხრეს დამსწრე საზოგადოებას პრინცესა დაიანასა და კოკო შანელის შესახებ.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესს მრავალფეროვნებას სძენს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება