სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედამიწა ჩვენი სახლია“- ტყიბულის N4 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის კათედრის ორგანიზებული საინტერესო პროექტი
24-04-2024
-
+


ქალაქ ტყიბულის N4 საჯარო სკოლაში, დაწყებითი საფეხურის კათედრის ორგანიზებით, პროექტი „დედამიწა ჩვენი სახლია“ განხორციელდა, რომელიც დედამიწის დღეს მიეძღვნა.

პროექტის ფარგლებში, I-IV კლასის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით შეასრულეს სხვადასხვა სახის აქტივობა.

მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი „რა აწუხებს დედამიწას“, რის შემდგომაც დისკუსია გაიმართა.

ბავშვებმა შექმნეს სლოგანები, პოსტერები, დაამზადეს სამაჯურები, დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია.

პროექტის დასასრულს, მათ მიეცათ დავალება - უნდა შეექმნათ თხზულება „მე რომ სუპერძალა მქონდეს, როგორ გადავარჩენდი დედამიწას“.

აღნიშნულმა პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია უმცროსკლასელებში.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება