სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლურ სკოლაში დედამიწის დღე საინტერესო ღონისძიებებით აღინიშნა 
24-04-2024
-
+


წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეებს ბუნების სიყვარულს უნერგავენ და გარემოს დაცვის აუცილებლობის შესახებ ასწავლიან. 

შედეგად, თითოეულ მოსწავლეს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მასზე ზრუნვა ყველას ვალდებულებაა. ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს, რასთან დაკავშირებითაც თემატური ღონისძიებები გაიმართა.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრამ საინტერესო აქტივობები მოაწყო, რომელთა მიმდინარეობაშიც V, VI, VII, XI, XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ, მე- 6 კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ნარგავები დარგეს. ღონისძიება პედაგოგების - მაია აბესაძის, ნინო მესხისა და ხათუნა ლაბაძის ჩართულობით განხორციელდა. ისინი მასწავლებლებს - შორენა ჭიღლაძესა და მაია ბოჭორიშვილს, დახმარებისათვის მადლობას უხდიან.

„დარგე ხე და გადაარჩინე დედამიწა!“- სწორედ ამ გზავნილმა გააერთიანა პირველი კლასის მოსწავლეები და მათი მასწავლებელი მაია ბოჭორიშვილი. პირველკლასელებმა აქტივობები მონდომებით განახორციელეს.

„დედამიწა ჩვენი სახლია“ - დედამიწის დღეს მე-2 კლასის მოსწავლეები ამ სიტყვებით გამოეხმაურნენ. მათ პედაგოგი თამილა შუკაკიძე ხელმძღვანელობდათ. 

აღსანიშნავია, რომ მე-3 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ ლია კაპანაძის ხელმძღვანელობით, დედამიწას სიყვარული დაუდასტურეს. 
„მიყვარხარ დედამიწა - 
დედამიწა უკანვე
ჩვენს სიკეთეს გვიბრუნებს.
მოვეფეროთ ბუნებას,-
ის კი ჩვენზე იზრუნებს“,- ლექსის ეს სტროფები იყო მათი მთავარი გზავნილი.

რაც შეეხება მე-4 კლასის მოსწავლეებს, მასწავლებელ ნუნუ ივანაშვილის ხელმძღვანელობით, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თემატური აქტივობა - „ბრუნავს დედამიწა“ განახორციელეს. 

დღემ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:









კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება