სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს
25-04-2024
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები იმართება.

მათ შორის იყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 

ჩხორიის საჯარო სკოლისა და სასოფლო ბიბლიოთეკის (ხელმძღვანელი: ი.ფიფია) ერთობლივი ძალისხმევით დედაენის დღე აღინიშნა საინტერესო აღინიშნა.

ღონისძიების ორგანიზატორები ქართული ენის კათედრის წარმომადგენლები: მ.ჯგუბურია, ი.სამუშია, თ.ფიფია, სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ხელმძღვანელი: მ.არახამია, გახლდათ.

„წაკითხული ლექსებითა და წარმოთქმული სიტყვებით მოსწავლეები სათუთად მოეფერნენ მშობლიურ ენას, გამოხატეს ქართული ენისადმი სიყვარული და პატივისცემა“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა მოამზადეს პრეზენტაციები და ვიდეორგოლები, სადაც ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. მათ, ასევე შექმნეს საინტერესო პოსტერები.

„თუ „დედაენა“ ხატად გიპყრია,

მაშინ მამული გიყვარს ორმაგად,

თუ ძარღვში გიდგას სისხლი ქართული

მაშ, მოევლინე ქართულს ქომაგად!“ - ეს სიტყვები გასდევდა ლაიტმოტივად ღონისძიებას.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება