სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართული ენის დღესასწაული პირველი სვირის საჯარო სკოლაში
24-04-2024
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.

მის ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის - მარეხ გიორგაძის ხელმძღვანელობით, V - Vl კლასებში აქტივობა - „ვარდნაბამი ფურცელი“ განხორციელდა. მასწავლებელმა ისაუბრა ქართულ ენასა და მის ადგილზე მსოფლიო ენათა სისტემაში, ის 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებსაც შეეხო.

მოსწავლეების მიერ ჩატარებული პრეზენტაციები, მხატვრულად წაკითხული ლექსები, სიმღერები და ლამაზად შესრულებული ეროვნული ცეკვები სასკოლო საზოგადოებისათვის შთამბეჭდავი და ამაღელვებელი იყო.

კვირეულთან დაკავშირებით, l ,II, lll ,IV ,V, VI კლასის მოსწავლებმა მრგლოვანით, ნუსხურითა და მხედრულით კალიგრაფიული ნამუშევრები შექმნეს. შედეგად კი საუკეთესო კალიგრაფები გამოვლინდნენ. აქტივობა ჰუმანიტარული და დაწყებითი კათედრის ერთობლივი პროექტის - „ჩვენ ვწერთ ლამაზად“ ფარგლებში განხორციელდა. მოსწავლეებს კი სიგელები გადაეცათ.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა პედაგოგმა - თეა ყიფიანმა, ქორეოგრაფი კი მალხაზ კოხრეიძე გახლდათ.

„მადლობა პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს, აქტიურობისა და მხარდაჭერისათვის“,- აცხადებენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება