| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღინიშნა.
„დედაენა ერთია, დედაენა ღმერთია“- ამ სიტყვების ირგვილივ გაერთიანდა სასკოლო საზოგადეოება. თარიღი მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიების დასაწყისში მოსწავლეებმა დედაენის დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ისაუბრეს. მათ ასევე, ქართული ენის ცოდნის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
მოსწავლეებმა შეასრულეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, დედაენაზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და იცეკვეს. მათ შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო მე-5 კლასის მოსწავლე გოგოების შესრულებული სიმღერა.
ღონისძიების ბოლოს კი, კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა. სკოლის დირექციამ გამარჯვებულები გამოავლინა და სამახსოვრო სიგელები გადასცა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ქართული ენის მასწავლებლები: შუშანიკ არუტიუნიანი, ანჟელა ბაღოიანი და ელმირა ბროიანი, ასევე მუსიკის მასწავლებელი - ლუსინე ღარსლიანი.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ