სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე“ - სამტრედიის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ღია ცის ქვეშ გამართული შთამბეჭდავი ღონისძიება 
23-04-2024
-
+


სამტრედიის N10 საჯარო სკოლაში, სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე“, გაიმართა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მუსიკალურ კლუბ - „ჰარმონიას“ წევრები. კლუბის ხელმძღვანელი ლელა ბოხუა გახლავთ. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაიმართა. მოსწავლეებმა  სიყვარულზე საკუთარი შეხედულებები და დამოკიდებულებები გამოხატეს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ცნობილი ქართველი პოეტების, მუსიკოსებისა და მხატვრების  ნაკლებად ცნობილი ისტორიები სიყვარულზე, კლუბის წევრმა, მე-9 კლასის მოსწავლემ, საბა ჭაფანძემ წაიკითხა საკუთარი ლექსი სიყვარულზე, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა და დამსწრე საზოგადოებამ გამართეს დისკუსია სიყვარულის თემაზე, სადაც მასწავლებლებმა წაიკითხეს ლექსები სიყვარულზე. 

ცნობისთვის, საქართველოში სიყვარულის დღის პირველად აღნიშვნა 1994 წელს რუსთაველის თეატრში დაგეგმილი კონცერტით დაიწყო. ამის თაობაზე გაზეთმა „კოქტეილმა“ აფიშით ამცნო თბილისის მოსახლეობას: „ქართველი ახალგაზრდობა ღირსია დღესასწაულის, რამეთუ ყველაზე ლამაზი და ერთგული სიყვარული მათ იციან. დაე, ტრადიციული სიყვარულის დღე — 15 აპრილი. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება