სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვალამაზებთ ეზო-გარემოს, ვუვლით ნარგავებს, ვრგავთ ახალს, ვაახლებთ ყვავილებს...“ - გარემოსდაცვითი ღონისძიება ველევის საჯარო სკოლაში
23-04-2024
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე ტრადიციულად გარემოსდაცვითი აქტივობით აღინიშნა. 

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, სკოლის ეზოში ახალი ნერგები დარგეს, განაახლეს ყვავილები, გაალამაზეს გარემო. 

მოსწავლეებმა ამ დღის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, გაიაზრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის როლი ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნაში. 

როგორც სკოლის ხელმძღვანელი ეკატერინე გოგსაძე-ჭიჭინაძე გვიყვება, სკოლაში ტრადიციულად იმართება საგაზაფხულო აქტივობები.

„საოცრად ლამაზია ახლადკვირტგახსნილი, სიმწვანეშეპარებული ჩვენი სოფელი, ახლადმოვლენილ ჩვილივით სათუთი და საყვარელი, ცქერით ვერ ძღები, გინდა ერთბაშად შეისრუტო ეს საოცრება, რომ მარადიულად შენში დარჩეს, რომ დაგატკბოს და მხოლოდ სიყვარულსა და სიკეთეზე იფიქრო, არ გინდა რამემ ან ვინმემ დაგიფრთხოს ეს იდილია, თან გინდა მთელმა სამყარომ შეიგრძნოს ეს ბედნიერება და ისიც სიყვარულით დაიმუხტოს, რომ მხოლოდ  კეთილგანწყობა ბატონობდეს დედამიწაზე, ვუვლიდეთა  და ვუფრთხილდებოდეთ ამ მშვენიერებას. მეჯლისი აქვს ბუნებას, დედა დედამიწა განახლებას ზეიმობს, ჩვენც, მასწავლებლებიც , მოსწავლეებიც და თანამშრომლებიც ,  თანამონაწილენი ვხდებით ამ ზეიმის: ვალამაზებთ ეზო-გარემოს, ვუვლით ნარგავებს, ვრგავთ ახალ ნარგავებს, ვაახლებთ ყვავილებს, მაგრამ სევდაც მეხვევა ნისლივით, როგორ დავცოტავდით: ორი მოსწავლე და შვიდი მასწავლებელი. 

ღმერთო: ამ საოცრებას დაუბრუნე პატრონი! ყველა ეზოს ჩამოხსენი ჟანგმოკიდებული მძიმე ბოქლომი!არ სუფევდეს საიქიოს მყუდროება! ისმოდეს ბავშვების ჟრიამული! შეგვაძლებინე ჩვენი წილი დედამიწის მოვლა-პატრონობა!“- გვიყვება დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება