სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დამიის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე მრავალფეროვანი კვირეულით აღინიშნა
23-04-2024
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს კვირეული მიეძღვნა, რომელიც საინტერესო აქტივობებით იყო გაჯერებული.

კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი. მე-3 - მე-9 კლასების მოწაფეებმა იმუშავეს მხატვრულ ტექსტებზე, რომლებიც დაიწერა კალმითა და გუაშის საღებავით. ბოლოს კი, გამოვლინდნენ გამარჯვებულები. 

მოსწავლეებმა ასევე შექმნეს მრავალფეროვანი პოსტერი და კედლის გაზეთი, რამაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

სახელმწიფო ენის დღისთვის მიძღვნილ დასკვნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები ქართულ ენაზე, იმღერეს, მოამზადეს კითხვები ქართული ენის შესახებ და „გამოცნობანა“, ითამაშეს.

ღონისძიების დასასრულს, დასახელდნენ კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.

საპრიზო ადგილები კი ასე გადანაწილდა:

1 ადგილი - ლილით მისკარიანი (მე-9 კლასი) და ლუიზა დარბინიანი (მე-4 კლასი)

2 ადგილი - ლიკა ხაჩატურიანი (მე-8 კლასი), მილენა მისკარიანი (მე-5 კლასი), მანე ხაჩატურიანი (მე-5 კლასი)  და სილვა მისკარიანი (4 კლასი)

3ადგილი: კარინა მხიტარიანი (მე-3 კლასი), ალინა ხაჩატურიანი (მე-3 კლასი), მარინა მისკარიანი (მე-4 კლასი), ლაურა ვანიანი (მე-7 კლასი), ელადა მისკარიანი (მე-9 კლასი) და მანე მისკარიანი (მე-9 კლასი). 

აღსანიშნავია, რომ ქართული ენის დღეს სკოლა ყოველწლიურად აღნიშნავს. მოსწავლეები აქტიურად, ხალისითა და მონდომებით მონაწილეობენ ყველა აქტივობაში.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სასკოლო თემში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, ენის ფლობის დონის ამაღლებას, საკომუნიკაციო, თანამშრომლობითი და ხელით წერის უნარების განვითარებას.

აქტივობა ქართული ენის (არაქართულენოვალი სკოლებისათვის) პედაგოგების ელენა მამულიანის, როზანნა კარაპეტიანისა და მ.გუნის ხელმძღვანელობით წარიმართა.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება