| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში ეროვნული დღესასწაულები ყოველთვის საზეიმოდ, მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნება.
ასეთივე შემართებით აღინიშნა ქართული ენის დღე, რომელსაც მრავალფეროვანი კვირეული მიეძღვნა.
პირველ დღეს, საზეიმოდ გაიხსნა კვირეული, მეორე აქტივობა კი - მხატვრულად კითხვის კონკურსი გახლდათ, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
მეორე დღეს გაიმართა პერფორმანსი - „არა ბარბარიზმებს!“ და კალიგრაფთა კონკურსი - „ჩვენ ვწერთ ლამაზად“, სადაც მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებითი უნარები წარმატებით წარმოაჩინეს.
მესამე დღეს მოეწყო შეხვედრა პოეტ თემურ ელიავასთან, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება დაუტოვა მოსწავლეებს.
მეოთხე დღეს კვირეულის დასკვნითი ნაწილი მოეწყო, გაიმართა პრეზენტაცია თემაზე - „14 აპრილი - დღე ქცეული დღესასწაულად“.
ბოლოს კი, კვირეულში ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულები გამოვლინდნენ და საზეიმოდ დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ