სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედაენის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი კვირეული საბუეს საჯარო სკოლაში
24-04-2024
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები, დირექციასთან ერთად, თავს არ ზოგავენ, რათა 21-ე საუკუნის ბავშვებისთვის საგაკვეთილო პროცესი საინტერესო იყოს და ასეთ დროს, მხოლოდ საგნობრივი ცოდნა არასაკმარისია, ამიტომ პედაგოგები მათი განათლებულ, სამაგალითო მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბუეს სკოლის მოსწავლეები პატრიოტული სულისკვეთებითა და მაღალი მოქლაქეობრივი თვითშეგნებით გამოირჩევიან. ამის დასტურიცაა ახლახან ჩატარებული კვირეული, რომელიც დედაენის დღეს მიეძღვნა.

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში V და II კლასის მოსწავლეებმა, სკოლის ბიბლიოთეკაში ჩაატარეს ღონისძიება. მათ მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, გააჟღერეს გამოჩენილ ადამიანთა სიტყვები დედაენაზე და ქართულ დამწერლობაზე, ასევე გამართეს მრავალფეროვანი ნამუშევრეგბის გამოფენა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას დაესწრნენ I კლასის მოსწავლეებიც, რომლებმაც ხალისით წაიკითხეს ნახატების ქვეშ მიწერილი წარწერები.

სკოლაში დედაენის კუთხეც განაახლეს, რომელიც III კლასის მოსწავლეებს აჩვენეს და გააცნეს დედაენის მინიატურული ძეგლი, რაც მათთვის ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

ღონისძიების ორგანიზატორები: ელიზა კევლიშვილი, მარინა ტურაშვილი და ნინო ტიღაშვილი გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

ცვლილება საჯარო სკოლებსა და კონკრეტულ რესურსცენტრებს შეეხება - მინისტრის ბრძანება 

საგამოცდო დამხმარე მასალა მასწავლებლებისთვის ყველა საგანში

მასწავლებლები წერილობით დასვამენ კითხვებს - რომელი ორი საგნის პედაგოგებთან ჩატარდება შეხვედრა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები
„მადლობა მასწავლებელ თამთა გომელაურს და მის მოსწავლეებს ამ ლამაზი, შესანიშნავი ღონისძიებისთვის“
 
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა მასწავლებელს და მას და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა
 

ღონისძიებას აფასებდა ჟიური, რომელიც შეჯიბრის დასრულებისთანავე აცხადებდა გამარჯვებულს. 

სკოლაში ახარებთ, რომ კურსდამთავრებულები არ ივიწყებენ მშობლიურ სკოლას და საყვარელ პედაგოგებს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება