სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეკო-ემოციები“ და საინტერესო გარემოსდაცვითი აქტივობა ძიმითის საჯარო სკოლაში
24-04-2024
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში და აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვის მიმართულებით სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს ეკოკლუბი

სწორედ ეკოკლუბის ორგანიზებით, სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა ტარდება და ამჯერად, მოსწავლეებმა ქაღალდის გადამუშავებაზე ისაუბრეს - ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია, თუ რა სარგებელი მოაქვს მას საზოგადოებისთვის. ალბათ, ჩვენი მკითხველისთვისაც არ იქნება ინტერესსმოკლებული იცოდეს, რომ ქაღალდის გადამუშავებას უკავშირდება:

• ნედლეულის კონსერვაცია;

• ნაგვის შემცირება;

• დაბინძურების შემცირება;

• ნაგავსაყრელის მწირი სივრცის საჭიროების შენარჩუნება;

• სამუშაო ადგილების უზრუნველყოფა;

• სიღარიბის პროცენტულობის შემცირება;

• საზოგადოების მონაწილეობის წახალისება;

• მეწარმეობის გაძლიერება. 

აქტივობის ფარგლებში, 8 აპრილს, ძიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა სკოლაში მიიტანეს შეგროვებული მაკულატურა. გამოყენებული ქაღალდებისაგან მათ ბარათები დაამზადეს, რომლის ნიადაგში მოხვედრის შემდეგაც მისგან მცენარე ამოვა.

მოსწავლეებმა ქაღალდები წვრილ-წვრილ ნაწილებად დაჭრეს, წყალში ჩაალბეს, დაამუშავეს და მასში მცენარეთა თესლები შეურიეს. მიღებული სველი მასა გადაიტანეს და გააფინეს პოლიეთილენის პარკზე. გაშრობის შემდეგ დაჭრეს და სასკოლო საზოგადოებას დაურიგეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან აქტივობის დაგეგმვისას შთაგონების წყარო გახლდათ ჰერბა/Herba დარგე ემოცია და უნდა ითქვას, რომ ეკოკლუბელების ღონისძებასაც არ ჩაუვლია „ეკო-ემოციების“ გარეშე. ეს გახლდათ გზავნილი, რომ თვითოეული ჩვანგანის ვალია ეკოლოგიაზე ზრუნვა. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება