სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უჯარმის საჯარო სკოლაში სპორტის მიმართულებით თავისუფალი გაკვეთილები ჩატარდა
31-05-2018
-
+


უჯარმის საჯარო სკოლა სამინისტროს მიერ განხორციელებულ თავისუფალი გაკვეთილების პროექტში ჩაერთო. მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის სპორტის მიმართულებით თავისუფალი გაკვეთილები ჩატარდა. ქვემიმართულება - „ფეხბურთი“.

შეიქმნა გუნდი, რომელშიც 13 მოსწავლე გაერთიანდა. პროექტი 25 ჩასატარებელ გაკვეთილს მოიცავდა. კურსის მიზანი იყო მოსწავლეთა ჩართვა ჯანსაღი ცხოვრების წესში, მათი ფიზიკური განვითარება და აგრეთვე, თეორიული ინფორმაციის მიღება სპორტის ამ ყველაზე პოპულარული სახეობის შესახებ.

I გაკვეთილი თემაზე: ფეხბურთის ისტორია და საფეხბურთო ორგანიზაციები

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა ფეხბურთის წარმოშობისა და განვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

მოსწავლეები პრეზენტაციის მეშვეობით სპორტის ამ ყველაზე პოპულარული სახეობის წარმოშობის ისტორიას გაეცნენ, თუ როგორ ვითარდებოდა და იხვეწებოდა წესები; როგორ იგეგმება შიდა და საერთაშორისო შეხვედრები.

შედეგი: შეიქმნა სკოლის ვაჟებისა და გოგონების  გუნდი.


II გაკვეთილი თემაზე: ფეხბურთელების მიღწევები და ჯილდოები ფეხბურთში; მწვრთნელის როლი; ფეხბურთის წესები


გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა თამაშის წესების, მწვრთნელის როლისა და მსოფლიო დონის ფეხბურთელების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. 


III გაკვეთილი თემაზე: გუნდების შემადგენლობა; ფეხბურთელებისა და მსაჯის ფორმები;  სტადიონის დაყოფა ნაწილებად


გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებისთვის ცნობილი გახდა თუ როგორ ნაწილდება გუნდებში  ფუნქციები; როგორია მათი ფორმები და რა ზონებად იყოფა სტადიონი.


IV გაკვეთილი თემაზე: პრაქტიკული მეცადინეობა სკოლის სტადიონზე


გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა პრაქტიკულად შეაფასეს და განახორციელეს წინა გაკვეთილზე შესწავლილი მასალა.


V გაკვეთილი თემაზე: მეკარისა და მცველების ფუნქციები


გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა გაიაზრეს, რა ადგილი უჭირავს მეკარესა და მცველს გუნდის წარმატებაში.


VI გაკვეთილი თემაზე: პრაქტიკული მეცადინეობა სკოლის სტადიონზე 

    
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა პრაქტიკულად შეაფასეს და განახორციელეს წინა გაკვეთილზე შესწავლილი მასალა.

VII გაკვეთილი თემაზე: ნახევარმცველებისა და თავდამსხმელების ფუნქციები


გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა გაიაზრეს ნახევარმცველებისა და თავდამსხმელის ფუნქციები.


VIII გაკვეთილი თემაზე: პრაქტიკული მეცადინეობა სკოლის სტადიონზე

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა პრაქტიკულად შეაფასეს და განახორციელეს წინა გაკვეთილზე შესწავლილი მასალა.


IX გაკვეთილი თემაზე: მსაჯების უფლება-მოვალეობები; ბარათები და მათი გამოყენების ფორმები



გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა გაიაზრეს, თუ რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს სტადიონზე თამაშის წესების დარღვევას.

X გაკვეთილი თემაზე: პრაქტიკული მეცადინეობა სკოლის სტადიონზე


გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა პრაქტიკულად შეაფასეს და განახორციელეს წინა გაკვეთილზე შესწავლილი მასალა.


XI გაკვეთილი თემაზე: აუტისა და კუთხურის დანიშვნის წესი


გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნენ აუტისა და კუთხურის დანიშვნისა და გამოყენების წესებს.

XII გაკვეთილი თემაზე: პრაქტიკული მეცადინეობა სკოლის სტადიონზე


გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა პრაქტიკულად შეაფასეს და განახორციელეს წინა გაკვეთილზე შესწავლილი მასალა.


XIII გაკვეთილი თემაზე: თამაშგარე მდგომარეობა და თავისუფალი დარტყმა

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნენ თამაშგარე მდგომარეობისა და თავისუფალი დარტყმის დანიშვნისა და გამოყენების წესებს.

XIV გაკვეთილი თემაზე: პრაქტიკული მეცადინეობა სკოლის სტადიონზე  

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა პრაქტიკულად შეაფასეს და განახორციელეს წინა გაკვეთილზე შესწავლილი მასალა.


XVგაკვეთილი თემაზე: ჯარიმა და პენალტი    


გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნენ ჯარიმისა და პენალტის დანიშვნისა და გამოყენების წესებს.


XVI გაკვეთილი თემაზე: პრაქტიკული მეცადინეობა სკოლის სტადიონზე

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა პრაქტიკულად შეაფასეს და განახორციელეს წინა გაკვეთილზე შესწავლილი მასალა.


XVII გაკვეთილი თემაზე: ტრავმა; მოთამაშის ჩანაცვლება; სათადარიგო მოთამაშე

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნენ ტრამვის, სათადარიგო მოთამაშის ცნებებსა და მოთამაშის ჩანაცვლების წესებს.  

XVIII გაკვეთილი თემაზე: პრაქტიკული მეცადინეობა სკოლის სტადიონზე


გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა პრაქტიკულად შეაფასეს და განახორციელეს წინა გაკვეთილზე შესწავლილი მასალა.

XIX გაკვეთილი თემაზე: თამაში დამეგობრებული სკოლის გუნდთან (სკოლის სტადიონზე) 

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა პრაქტიკულად შეაფასეს და განახორციელეს წინა გაკვეთილზე შესწავლილი საკითხები. სკოლას სტუმრად მუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ეწვია; გაიმართა მეგობრული შეხვედრა.


XX გაკვეთილი თემაზე: პრაქტიკული მეცადინეობა სკოლის სტადიონზე

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა პრაქტიკულად შეაფასეს და განახორციელეს წინა გაკვეთილზე შესწავლილი მასალა.


XXI გაკვეთილი თემაზე: გასვლითი შეხვედრა დამეგობრებული სკოლის გუნდთან                                                                                                                                       
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა პრაქტიკულად შეაფასეს და განახორციელეს წინა გაკვეთილზე შესწავლილი საკითხები. სკოლის მოსწავლეთა გუნდი გომბორის საჯარო სკოლას სტუმრად ეწვია. გაიმართა მეგობრული შეხვედრა; 

XXII გაკვეთილი თემაზე: პრაქტიკული მეცადინეობა სკოლის სტადიონზე

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა პრაქტიკულად შეაფასეს და განახორციელეს წინა გაკვეთილზე შესწავლილი საკითხები.


XXIII გაკვეთილი თემაზე: კაპიტნის არჩევა; უფლებები და მოვალეობები 

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნენ კაპიტნის არჩევის წესსა და მის უფლება-მოვალეობებს; მოედანზე მის როლს თამაშის მსვლელობისას. VII-VIII კლასების გაერთიანებული გუნდის კაპიტნად VII კლასის მოსწავლე დაჩი რევაზიშვილი აირჩიეს.


XXIV გაკვეთილი თემაზე: პრაქტიკული მეცადინეობა სკოლის სტადიონზე

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა პრაქტიკულად შეაფასეს და განახორციელეს წინა გაკვეთილზე შესწავლილი საკითხები.


XXV გაკვეთილი თემაზე: შემაჯამებელი გაკვეთილი  

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა გაიხსენეს და შეაფასეს შესწავლილი მასალა. განიხილეს განვლილი კურსი, რომელიც საფეხბურთო სისტემას მოიცავდა. მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვები დასვეს, გაკვეთილების პერიოდში გადაღებული სურათები დაათვალიერეს და ალბომის დამზადება გადაწყვიტეს. მოსწავლეები მთელი საგაკვეთილო პერიოდის განმავლობაში დიდი ინტერესით და მონდომებით მუშაობდნენ. ისინი მზად არიან მონაწილეობა სასკოლოთაშორისო შეჯიბრებებში მიიღონ.


იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება