სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N28 სკოლაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა
25-04-2024
-
+


თბილისის N28 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე მუდმივად ზრუნავენ. პროფესიონალი პედაგოგები, დირექციასთან ერთად, თავს არ ზოგავენ, რათა 21-ე საუკუნის ბავშვებისთვის საგაკვეთილო პროცესი საინტერესო იყოს და ასეთ დროს, მხოლოდ საგნობრივი ცოდნა არასაკმარისია - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სკოლის მოსწავლეები პატრიოტული სულისკვეთებითა და მაღალი მოქლაქეობრივი თვითშეგნებით გამოირჩევიან.

ამის დასტურიცაა ახლახან ჩატარებული ღონისძიებები, რომელიც ქართული ენის დღეს მიეძღვნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, VI კლასში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც პედაგოგი თინა გიორგაძე ხელმძღვანელობდა. მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი, ამ დღის არსსა და მნიშვნელობას გაეცნენ და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენა ქართველი ხალხისთვის. 

სკოლაში ასევე გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, რომელშიც ყველა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ასევე პედაგოგ თინა გიორგაძის ხელმძღვანელობით გაიმართა ქართულ ენასთან დაკავშირებული ვიქტორინა VII კლასში, VI კლასში საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო მოსწავლეებთან, რომელიც ლექსებით გაამრავალფეროვნეს ბავშვებმა და დღე მეტად ემოციური გახადეს. 

პედაგოგების: თინა გიორგაძისა და მანანა ბასილაიშვილის ხელმძღვანელობით, V VI, VII და IX კლასების მოსწავლეებმა კედლის გაზეთების გამოფენა მოაწყვეს. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება