| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში სპორტული გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.
ღონისძიებაში 1-ელი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მომზადებაში პედაგოგებს მშობლებიც აქტიურად ეხმარებოდნენ.
ორ ჯგუფად გაყოფილი მოსწავლეები ერთმანეთს ზიგზაგებით სირბილში, ბურთის მიზანში სროლასა და ტარებაში შეეჯიბრნენ.
სხვადასხვა სპორტულ თამაშებში ღონისძიებაზე საგულშემატკივროდ მისული მშობლებიც ჩაერთვნენ.
„მშობლების ემოციური გულშემატკივრობა ხალისსა და გამარჯვების სურვილს უათკეცებდა თითოეულ მოსწავლეს, შემდეგ როლები შეიცვალა, ახლა მშობლები ჩაებნენ „მხიარულ სტარტებში“, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და შვილებიც შეძახილებით ამხნევებდნენ, მხიარულმა სტარტებმა“ მეტად ხალისიანად ჩაიარა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება