სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N31 საჯარო სკოლაში სკოლაში დამოუკიდებლობის სტენდი და ასწლოვანი მატიანე გაიხსნა
30-05-2018
-
+


ქუთაისის N31 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი კვირეული გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

ზეიმი საქართველოს დროშის აღმართვით დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა 2017-2018 წლის წარჩინებულმა მოსწავლეებმა, ნია ბურჯანაძემ და ერეკლე მიქაძემ მიიღეს. 

მოსწავლეებმა, ასევე, ეზო მოხატეს. თემის სახელწოდება გახლდათ - „ჩემი ხატია სამშობლო“. 

სკოლაში დამოუკიდებლობის სტენდი და ასწლოვანი მატიანე გაიხსნა, ღონისძიების დასასრულს კი მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“ სპექტაკლის სახით წარმოადგინეს. 

აღსანიშნავია, რომ მე-4 კლასის მოსწავლეებმა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია  „შენთვის სანთლად ავენთები, მამულო“ შესანიშნავად შეასრულეს. 

ასევე, ჩატარდა კონკურსი „ვინ უკეთ იცის საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას“, სადაც მონაწილეობა მე-9კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. 

პარალელურად, ჩატარდა კონფერენცია თემაზე „დამოუკიდებლობის 100 წელი“.
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი კვირეული ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლით დასრულდა, რომელშიც მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

სკოლის 150 მოსწავლე აქტიურობისთვის სიგელებით დაჯილდოვდა. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება