სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტკოცის საჯარო სკოლამ დამოუკიდებლობის დღე საოკუპაციო ხაზთან მდებარე ნიქოზში აღნიშნა
30-05-2018
-
+


საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებათა შორის ტკოცის საჯარო სკოლა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე, გორის რაიონის სოფელ ნიქოზში ჩასვლას და ადგილობრივ სკოლის მოსწავლეებთან ერთად ზეიმის გამართვას. 

მოლოდინს გადაჭარბებული სითბო, სიყვარული, პირველად დანახული მეგობრები, სამაგალითო დახვედრა, გულწრფელი ღიმილი, შეკავებული  ცრემლი, ძნელად, გაჭირვებით წარმოთქმული სამადლობელი, სამშობლოს დასაცავად დაღუპული გმირების საფლავებთან მწუხარებით დამუნჯებული სახეები... ამ აქტივობას სწორედ ეს შედეგები ჰქონდა.  

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა გმირი ბიჭების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სამადლობელი წარმოთქვეს. ასევე, მამა იოანეს თხოვნით ბავშვებმა შინდისის გმირების მემორიალთან სიმღერა შეასრულეს.
 
ამის შემდეგ ტკოცის სკოლის წარმომადგენლები ნიქოზის საჯარო სკოლას სხვებთან ერთად სტუმრის რანგში ეწვივნენ. კერძოდ, ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მანანა აბაზაძე, მარიამ ფარეიშვილი და ნანა ფაჩუაშვილი გახლდათ, განათლების მუშაკთა ხაშურის რაიონული განყოფილებიდან - თავმჯდომარე ინეზა ელისაშვილი. 

სტუმრების შეფასებით, 2008 წლის ომის ნაკვალევი სკოლაში თითქმის წაშლილია - მოვლილი საკლასო ოთახები, ლამაზად მოხატული დერეფნები, სკოლის მოსწავლეთა  ნამუშევრები და მრავალი გეგმა.   

სკოლის დათვალიერებისა და გაცნობის შემდეგ კონცერტი გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა სიმღერები და ცეკვები შეასრულეს, ასევე, ლექსები და სპეციალური მიმართვები წაიკითხეს. აღსანიშნავია, რომ ტკოცის სკოლის მოსწავლეებმა ლიკა და რომან გაგნიძეებმა  ქართული ცეკვა შეასრულეს. 

სკოლის დირექცია ნიქოზელებს დიდ მადლობას უხდის:

„დიდება თქვენს ღვაწლს! ბარაქალა თქვენს ადამიანობას, ქალობას, კაცობას. ყოჩაღ, მოსწავლეებო: ქეთევან  ზუბაშვილო, ვალერი კანდელაკო, ანა-მარია მჭედლიძევ!  გასაოცრებო და განუმეორებლებო! და სრულიად სკოლის მოსწავლეებო! დიდ და წარმატებულ მომავალს გისურვებთ. მადლობა სამრევლოს სკოლის დირექტორს, მამა დავით ჭიღლაძეს, გულთბილად მიღებისთვის, ვისი ხელმძღვანელობითაც სკოლაში ქართული ხელოვნების მნიშვნელოვანი  სპეციალობების, როგორც ქორეოგრაფიის, მუსიკის, ასევე ხალხური რეწვის დარგების დაუფლება მიმდინარეობს. ასევე, სამრევლო სკოლაში ჩრდილების ცნობილი თეატრი მოქმედებს, რომელიც  დიდ წარმატებებს აღწევს. თეატრის ბავშვებს თავიანთი შემოქმედება არაერთ ქვეყანაში გაუტანიათ. „-განაცხადა ტკოცის სკოლის წარმომადგენელმა.  

დასასრულს, ტკოცის სკოლა ნიქოზის ტაძარს ეწვია, სადაც  მეუფე ისაია მოღვაწეობს.  

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება