სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შუახევში ღვაწლმოსილი პედაგოგის იუბილე აღნიშნეს
30-05-2018
-
+


შუახევის კულტურის ცენტრში წყაროთის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგისა და პოეტის შოთა დიასამიძის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. 

შოთა დიასამიძე წარმატებულ მასწავლებელთა კატეგორიას მიეკუთვნება. 

მას დამსახურებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს არაერთი სიგელი, დიპლომი თუ ჯილდო. იგი იყო უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოფელ ჭალისა და წყაროთის სკოლის ისტორიის მასწავლებლად, დირექტორის მოადგილედ სასწავლო აღმზრდელობით დარგში. 

ის ამჟამად მოქმედი მასწავლებელია და კვლავ წარმატებით აგრძელებს პედაგოგიურ მოღვაწეობას წყაროთის საჯარო სკოლაში. 

შოთა დიასამიძე შემოქმედი პედაგოგია, მას სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული აქვს საკუთარი და ნათარგმნი ლექსები, რომლებიც შეკრიბა და გამოსცა წიგნად. 

საიუბილეო საღამოზე მისი წიგნის „სულის მონაწური“ პრეზენტაცია გაიმართა. 

მისი ლექსები გააცოცხლეს მისმა მოქმედმა და ყოფილმა მოსწავლეებმა, მეგობრებმა, ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა. 

ღვაწლმოსილ პედაგოგს იუბილე მიულოცეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, რესურსცენტრის უფროსმა ედურდ გოგრაჭაძემ, მოწვეულმა სტუმრებმა, წყაროთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებმა და წარმატებები უსურვეს შემოქმედებით და პედაგოგიურ საქმიანობაში. 

იხილეთ ფოტოები
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება