| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ქართული ენის დღესასწაულს კვირეული მიეძღვნა. მთელი კვირა დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებით. 10 აპრილს ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, 11 აპრილს - ვიქტორინა და კონკურსი - „მცდარია-სწორია“, 12 აპრილს მოსწავლეებმა ქართული ენის საკითხებზე მოხსენებები წაიკითხეს. კვირეული კი საზეიმო დახურვით დასრულდა. ბავშვებმა წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები, გამოსცეს კედლის გაზეთი.
ბოლოს დასახელდნენ გამარჯვებულები. კალიგრაფთა კონკურსში თავი ისახელეს მე-9 კლასის მოსწავლე ქეთევან ურუშაძემ და მე-8 კლასელმა - ნია სირაძემ. ვიქტორინაში გაიმარჯვა მე-8 კლასმა, ხოლო „სწორია-მცდარიას“ გამარჯვებულები გახდნენ მე-4 კლასის მოსწავლეები.
გამარჯვებულ მოსწავლეებს და კლასებს გადაეცათ დიპლომები და სიგელები.
„გვჯერა მომავალი თაობა იგრძნობს იმ დიდ პასუხისმგებლობასა და პატივს, რასაც ქართული ენის პატრონობა და მის სადარაჯოზე ყოფნა ჰქვია“,- აღნიშნავენ სკოლაში და კვირეულის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ღონისძიების იდეის ავტორი და წამყვანი ქუთაისის №4 საჯარო სკოლის დირექტორი მაკა გუბელაძე იყო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად