სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ხეზე გაკრული პოეზია“ ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში
11-04-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები და პატივი მიაგეს ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას.

ღონისძიების ფარგლებში, უფროსკლასელებმა წაიკითხეს „ხეზე გაკრული პოეზიის“, ნიმუშები და მოუსმინეს 9 აპრილის ჰიმნად ქცეულ სიმღერებს.

ღონისძიების დასასრულს კი, მოსწავლეებმა სანთლები დაანთეს 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ამშვენებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს ამაყად ფრიალებდა რუსთაველის გამზირზე.

„დღევანდელი დღე არის დღე დიდი ტრაგედიისა და ამავდროულად  დღე- გამარჯვებისა, ქართველი ხალხის გაერთიანებისა და საერთო მიზნისკენ სწრაფვისა, რასაც საქართველოს თავისუფლება ჰქვია. მნიშვნელოვანია, რომ ეს დღე  ახალმა თაობამ დაიმახსოვროს, როგორც საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დღე!“, - აღინიშნა ღონისძებაზე. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება