სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლის ვალდებულებები მოსწავლეთა წინაშე და რეკომენდაციები პედაგოგებისა და დირექტორებისთვის
11-04-2024
-
+


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შეიმუშავა რეკომენდაციები სკოლებისთვის, რომელიც მიზანად ისახავს მათ ინფორმირებას მოსწავლეების პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობის და ამ სფეროში მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესახებ.

ყველა მოსწავლეს აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება. სკოლა ის ადგილია, სადაც მოსწავლე დღის დიდ ნაწილს ატარებს და მის შესახებ ბევრი მონაცემი ინახება. სკოლა ვალდებულია, დაიცვას მოსწავლეების პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება. სკოლა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს მოსწავლეების პირად მონაცემებს, მათი შეგროვებისა და გამოყენების დროს იმოქმედოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

რა არის მოსწავლეების პერსონალური მონაცემები?

ნებისმიერი ინფორმაცია მოსწავლის შესახებ მისი პერსონალური მონაცემია. მაგალითად:

ზოგადი ინფორმაცია მოსწავლის შესახებ
რომელ სკოლაში და რომელ კლასში სწავლობს? ვინ არის/არიან მისი მშობლები და როგორია მათი ოჯახური მდგომარეობა? სად
ცხოვრობს? ვისთან მეგობრობს? როგორია მისი ყოფაქცევა?

ინფორმაცია მოსწავლის სასკოლო განრიგის შესახებ
რომელ საათზე ეწყება გაკვეთილები? როდის აქვს შესვენება? რომელ დღეს, რომელ საათზე ამთავრებს სწავლას? რა დამატებით საგანს/წრეს ირჩევს?

ინფორმაცია მოსწავლის ინტერესების შესახებ
რას აკეთებს შესვენებაზე? რა საკვებს ანიჭებს უპირატესობას? დაინტერესებულია თუ არა სპორტული აქტივობებით?

მოსწავლის აკადემიური მოსწრება
რა ნიშანი ჰყავს ფიზიკაში? ხომ არ უჭირს ისტორიის სწავლა?

ფოტო და ვიდეო მასალა მოსწავლის გამოსახულებით
პირად საქმეში არსებული ფოტო ან ფოტო/ვიდეო მასალა, რომელიც თქვენ გაასაჯაროვეთ სოციალურ ქსელში ან სხვა საშუალებით.

სკოლა ვალდებულია: 

მონაცემები შეაგროვოს კანონიერი საფუძვლით, კონკრეტული, მკაფიოდ გასაზღვრული კანონიერი მიზნებისათვის, მხოლოდ ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი მოცულობით.

მონაცემები ასევე უნდა იყოს მიზნის ადეკვატური და პროპორციული და უნდა ინახებოდეს იმ ვადით რაც აუცილებელია დამუშავების მიზნის მისაღწევად (მაგალითად, საჯარო სკოლამ არ უნდა მოითხოვოს მშობლის სამუშაო ადგილისა და ხელფასის შესახებ ინფორმაცია, რადგან არ არსებობს ამის აუცილებლობა);

დაიცვას მის ხელთ არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება. რაც გულისხმობს როგორც ელექტრონულ, ასევე ფიზიკურ უსაფრთხოებას (დაცვის სისტემა, საკეტიანი კარადები, დაცული ოთახები და სხვა);

სკოლა პასუხისმგებელია, რომ დაიცვას მის ხელთ არსებული მონაცემები შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან;

დაიცვას მის ხელთ არსებული პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობა და იმოქმედოს მოსწავლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება