| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„კლუბ „ნიკეს“ (ხელმძღვანელი: მაია არახამია) ინიციატივით ჩხორიის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო.
მოსწავლეებმა წინასწარ დაგეგმეს ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა შემეცნებითი და სპორტული ღონისძიების ჩატარება.
სკოლაში მოეწყო მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ჩატარდა ტურნირი ფეხბურთში. საზეიმოდ მოირთო სკოლის ეზო.
26 მაისის მნიშვნელობაზე პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ისაუბრეს.
ასევე ჩატარდა ტრაგიკულად დაღუპული სკოლის კურსდამთავრებულის ირაკლი გადილიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში „რა?სად?როდის?“, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეა ფიფია უძღვებოდა.
გამარჯვებულ გუნდს, „ნიკეს“, გარდამავალი თასი გადაეცა.
„ღონისძიება საჭირო რესურსებით მოამარაგეს სკოლის დირექციამ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ, რომლებიც ესწრებოდნენ კიდეც ზეიმს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი