სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზოდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანაკლასელს, რომელიც შინ სწავლების მეთოდით სარგებლობს, ღონისძიება მიუძღვნეს
30-05-2018
-
+


ზოდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანაკლასელს, რომელიც შინ სწავლების მეთოდით სარგებლობს, ღონისძიება მიუძღვნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ომარმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სკოლაში სიარული ვერ შეძლო და ბინაზე მომსახურების სერვისით სარგებლობს.

„ომარი შინ სწავლებაზეა, მაგრამ პერიოდულად უწევს სკოლაში მოსვლაც, რადგან კარგად ესმით მას და მის ოჯახს, რომ  სკოლა უფრო მეტია, ვიდრე განათლება, მომავალში ყველა ერთად შევძლებთ ხშირად ესტუმროს თანაკლასელებს და მათთან ერთად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ომარს თანაკლასელებმა სითბო და სიყვარული უჩვენეს და მის პატივსაცემად ღონისძიება მოამზადეს, სადაც ნათლად გამოიკვეთა მისი დადებითი დამოკიდებულება მეგობრების  მიმართ.

,,ომარი ის ბიჭია, რომელთან სიახლოვემაც ჩვეულებრვი დღეები არაჩვეულებრივად შემიცვალა. ეს ის ბიჭია, რომლიდანაც მოდის პოზიტივი და მასთან მუშაობის შემდეგ დადებითი მუხტით ვბრუნდები სახლში“, - ასე ახასიათებს ომარს სპეციალური მასწავლებელი ელისო მერმანიშვილი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება