სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გეგუთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიუსაფარი ცხოველების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
04-04-2024
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, სკოლაში მიუსაფარი ცხოველების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით, მე-9 კლასში ქართული ენისა და სამოქალაქო განათლების ინტეგრირებული გაკვეთილი გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები პედაგოგების - ნინო დალაქიშვილისა და ნანა ჯიქიძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

მათ მიუსაფარი ცხოველების ცხოვრებაში ხალხის როლსა და ძალაზე იმსჯელეს, შექმნეს სლოგანი, ლოგო და კანონმდებლობა. 

„ვითომ სიკეთემ ნამდვილი ბოროტება წარმოშვა. ადამიანებმა უკეთესის ძიებაში ისიც დაკარგეს, რაც გარემოებამ და ათეული წლების პრაქტიკამ აუცილებლობად მიანიშნა - მეგობრობა ბუნებასთან და ბუნების შვილებთან“-  სილოვან ნარიმარიძის ეს სიტყვები გასდევდა ამ დღეს. ისინი მან ნაწარმოებში „უენოთა ბელადი“ დაწერა, რომელიც მიუსაფარ ცხოველებს ეხებოდა.

„მოსწავლეებმა კანონმდებლობა შექმნეს, რომელიც დამაფიქრებელია საზოგადოებისთვის, რათა უფრო მეტი გულისხმიერებით განეწყონ მიუსაფარი ცხოველების მიმართ, იზრუნონ და მოუარონ მათ. „ნუ მოხსნი საყელურს უენოს“, „ვისაუბროთ უენოთა ნაცვლად“, „ადამიანი მიუსაფარი ცხოველების გვერდით“ - ეს ის გზავნილებია, რომელიც უკეთეს მომავალს მოუტანს მიუსაფარ ცხოველებს და ამით ადამიანიც გაიხარებს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება