სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხვანჭკარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საგანმანათლებლო კონკურსში
04-04-2024
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით კონკურსში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები, ისტორიის მასწავლებლის - ირინა მეტონიძისა და მუსიკის პედაგოგ ქეთევან გორდეზიანის ხელმძღვანელობით, საპატრიარქოს ორგანიზებულ ინტელექტუალურ კონკურსში - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ მონაწილეობდნენ.

მეუფე ვახტანგისა და მამა ირაკლის(თევდორაძის) ლოცვა კურთხევით ხვანჭკარის საჯარო სკოლაში მოეწყო სასკოლო ტური და უფროსი კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულმა გუნდმა - „შენ ხარ ვენახი“ ასპარეზობა მეორე ტურში განაგრძო, რომელიც საჩხერის რაიონის სოფელ გორისის საჯარო სკოლაში ჩატარდა.

სკოლის გუნდმა გუნდური III ადგილი მოიპოვა და ის კვლავ განაგრძობს ასპარეზობას მომდევნო სანუგეშო ტურში.

სკოლაში საქართველოს საპატრიარქოს პროექტისთვის მადლობას უხდიან.

„მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს საპატრიარქოს, ამ მნიშვნელოვანი პროექტისათვის. მადლობა ჩვენს მოძღვარს - მამა ირაკლის, უდიდესი თანადგომისა და პროექტის მხარდაჭერისათვის. ასევე დიდი მადლობა სოფელ გორისის საჯარო სკოლას, გულთბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის და განსაკუთრებული მადლობა ხვანჭკარის საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ნინო ჯოხაძეს მხარდაჭერისთვის, ქართული ენის მასწავლებელს ნინო ჯინჭარაძეს, ხელოვნების მასწავლებელს ნინო ლუხუტაშვილს, მშობლებს და ჩვენს შრომისმოყვარე ბავშვებს აქტიური მონაწილეობისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება