სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მრავალფეროვანი ღონისძიებები ყველა მნიშვნელოვან თარიღს მიეძღვნა - ილია ქვარცხავას სახელობის, გაღმა საჯიჯაოს სკოლა მარტის თვეს აჯამებს
02-04-2024
-
+


ილია ქვარცხავას სახელობის, ხობის მუნიციპალიტეტის, გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროფესიონალი პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, მაქსიმალურად ცდილობენ, მოსწავლეებმა მიიღონ არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნა, არამედ სრულფასოვნად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში.

სწორედ ამ მიზნით, გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლაში ყოველი დღე მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული და მოსწავლეებიც მნიშვნელოვან თარიღებს საინტერესო ღონისძიებებით ეხმაურებიან.

ამის დასტურია მარტში ჩატარებული აქტივობებიც, რომლებმაც მოიცვა საგაზაფხულო დღესასწაულებით დაწყებული, ტყის დაცვის საერთაშორისო დღით დასრულებული, ყველა მნიშვნელოვანი თარიღი.
 
„მარტის თვე განსაკუთრებით დატვირთული იყო ილია ქვარცხავას სახელობის  ხობის მუნიციპალიტეტის, გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის“, - გვიამბობენ სკოლაში და იმ ემოციებს გვიზიარებენ, რომელიც 3 და 8 მარტს ჩატარებულმა ღონისძიებებმა სასკოლო საზოგადოების თითოეულ წარმომადგენელს დაუტოვა: „დღესასწაულმა საოცარი ემოციებით ჩაიარა დღემ, სასიამოვნო აქტივობებმა კი კიდევ ერთხელ გაუთბო დედებს გულები“. 

გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლაში ყურადღების მიღმა არც 14 მარტი - მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღე დარჩენილა, რომლის ფარგლებშიც, ჯერ ღია გაკვეთილი ჩაატარა გეოგრაფიის მასწავლებელმა, შემდეგ კი მოსწავლეებმა მდინარის მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისაგან დაასუფთავეს.

14 მარტი ასევე п რიცხვის საერთაშორისო დღეა, რომლის აღსანიშნადაც  მათემატიკის პედაგოგმა მოსწავლეებს გააცნო საინტერესო ფაქტები და ესაუბრა ამ დღის მნიშვნელობაზე; ბავშვებმა შეასრულეს სხვადასხვა სახალისო ამოცანები და შეიტყვეს, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ამ დღის აღნიშვნა.

21 მარტს, ტყის დაცვის საერთაშორისო დღეს კი მუსიკის მასწავლებელმა ჯერ ტრენინგი  ჩაატარა აღნიშნულ საკთხზე  და ხოლო შემდეგ, მოსწავლეებთან ერთად, მრავალი სახეობის ნერგით გაამდიდრა სკოლის ეზო.

22 მარტს წყლის რესურსების საერთშორისო დღეა, რომლის ფარგლებში ქართულის მასწავლებელმა ჩაატარა სემინარი და კიდევ ერთხელ შეახსენა მოსწავლეებს წყლის მნიშვნელობა ცოცხალი ორგანიზმებისთვის. 

ასეთი მრავალფეროვანი გახლდათ მარტი გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლაში; აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აპრილის აქტივობებისთვის მზადება უკვე დაწყებულია და სკოლაში იმედოვნებენ, რომ მათში მოსწავლეები ასეთივე ენთუზიაზმით ჩაერთვებიან და თითოეულ აქტუალურ საკითხს სიღრმისეულად გაიაზრებენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება