სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაუვიწყარი ბოლო ზარი წალენჯიხის 353 მეთორმეტეკლასელისთვის
29-05-2018
-
+


წალენჯიხის 353 მეთორმეტეკლასელს წალენჯიხის რესურცენტრმა და ადგილობრივმა მერიამ დაუვიწყარი დღე აჩუქა. მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და მნიშვნელოვანი მოვლენა - სკოლის დამთავრება ამ მუნიციპალიტეტში გრანდიოზული ღონისძიებით აღნიშნეს. ტრადიციადქცეულ ზეიმზე ერთმანეთს ენაცვლებოდა სიმღერები, ლექსები, ცეკვები, მისალოცი სიტყვები.

როგორც წალენჯიხის რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, უკვე მე-5 წელია, წალენჯიხაში ბოლო ზარი მასშტაბურად აღინიშნება. წელსაც მუნიციპალიტეტის 31-ვე სკოლა დიდი ინტერესით ელოდა ამ ღონისძიებას:

„წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ბოლო ზარისადმი მიძღვნილი გრანდიოზული ღონისძიება მოეწყო. ამ დღის მასშტაბურად აღნიშვნა ჩვენთან ტრადიციად იქცა. უკვე მე-5 წელია, მე-12 კლასელებს გრანდიოზული ღონისძიებით ვულოცავთ სკოლის დამთავრებას. წელს წალენჯიხაში 353 მოსწავლისთვის დაირეკა ბოლო ზარი. მათგან მაღალი აკადემიური მოსწრებისაა 40 მოსწავლე (ოქროსა და ვერცხლის მედლის კანდიდატები არიან). მათ მერიის ფინანსური მხარდაჭერით საჩუქარად სახელმძღვანელოები გადავეცით. ყველა სკოლა ორიგინალური ნომრით წარსდგა აუდიტორიის წინაშე. ღონისძიების დასკვნითი ნაწილი იყო კითხვა-პასუხი, როდესაც მოსწავლეები ერთმანეთს საინტერესო კითხვებს უსვამდნენ,“ - აღნიშნა ლირა ღურწკაიამ.

შეგახსენებთ, რომ წელს სკოლა საჯარო და კერძო სკოლების 39000-მდე მეთორმეტეკლასელმა დაამთავრა.

იხილეთ წალენჯიხის მეთორმეტეკლასელთა გრანდიოზული ღონისძიების ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება