სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ
01-04-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში დიდი ყურადრება ეთმობა მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებაში ჩართვას, კონკურსები, კონფერენციები და საგანმანატლებლო ტიპის აქტივობებში განთიადის მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან, მათში ამ ინტერესის გაღვივებას კი ხელს კვალიფიციურ და პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი უწყობს. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ამჯერად განთიადის სასკოლო საზოგადოება  მოსწავლეების მიერ კითხვის კონკურსში მირწეულ მორიგ წარმატებას ზეიმობს. 

„ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის არაჩვეულებრივ გარემოში, 19 მარტს, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლთა მხატვრული კითხვის კონკურსის მეორე (ფინალური) ტური გაიმართა. კონურსში მონაწილობა დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხურის მოსწავლეები იღებდნენ, ჯამში კონკურსში 82 პირი მონაწილეობდა.

ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა კი მეორე და მესამე ადგილები მოიპოვეს, ისინი დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

ვულოცავთ მე-8 კლასის მოსწავლეებს: ნიკოლოზ კომახიძესა და ბაქარ ცხადაძეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და მადლობას ვუხდით ქართული ენის მასწავლებლებს - ქეთო ღოღობერიძესა და ხათუნა ჭყოიძეს“, - აღნიშნულია განთიადის სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება