| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცხამის საჯარო სკოლის გუნდმა იმერეთის მასშტაბით მინიფეხბურთში I ადგილი დაიკავა.
სკოლის გუნდმა ზესტაფონის გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალი იმერეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების გუნდებს შორის ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა.
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ოთარ ომიაძემ და ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ რევაზ რობაქიძემ გამარჯვებულებს თასი, მედლები და დიპლომები გადასცეს.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტია, ოლიმპიადის ფინალი ქვეყნის მასშტაბით სავარაუდოდ ივნისში გაიმართება.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა