სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მზიანი დღე-სასწაული ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლაში - მოსწავლეებმა შთამბეჭდავი აქტივობა წარმოადგინეს
01-04-2024
-
+


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლაში, მოსწავლეები, საგნობრივი ცოდნის მიღების პარალელურად, სწავლობენ იმას, რომ ყველა ადამიანი თანაბარუფლებიანია და არ შეიძლება, თანატოლების რაიმე ნიშნით გამორჩევა.

სკოლაში სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა, რომელიც ემსახურება ბავშვების ცნობიერების ამაღლებას, ტოლერანტული გარემოს შექმნას და ახლახან ჩატარებული ღონისძიებაც კიდევ ერთი გზავნილი გახლდათ - რომ მეგობრებმა ქრომოსომები კი არ უნდა ითვალონ, არამედ თესონ სიკეთე და სიყვარული. 

ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, თემატური პოსტერებით, ფერადი წინდებით... სხვადასხვა აქტივობა წარმოადგინეს და კიდევ ერთხელ, შეახსენეს ყველას, რომ მათი თაობა ამსხვრევს სტერეოტიპებს.

იმ დღეს სკოლაში მზე განსაკუთრებულად ანათებდა - ჰაერში მეგობრობის საოცარი სურნელი ტრიალებდა, რომელსაც ლეწრუწუმეს თემის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ მოწყობილი დღე-სასწაული სიყვარულით, ტოლერანტობითა და ემპათიით „ატკბობდა“ - ლეწრუწუმეს თემის საჯარო სკოლაში მხოლოდ მეგობრების კი არა, არც ერთი ადამიანის ქრომოსომებს არ ითვლიან.

პროექტის მიზანი კი დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმებისა და სტერეოტიპების დამსხვრევა, საზოგადოების სწორი ინფორმირება და ემპათიის გაღვივება გახლდათ.


იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება