სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბოსტანის საჯარო სკოლის მოსწავლეების ჯადოსნური მოგზაურობა წიგნების სამყაროში - ბავშვებმა ერთმანეთს საყვარელი გმირების შესახებ უამბეს
01-04-2024
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ბოსტანის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, მოსწავლეები არა მხოლოდ აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში, არამედ მრავალმხრივ ვითარდებიან და ძალიან უყვართ კითხვა.

ამის დასტურია შეკრებები ლიტერატურულ კაფეში, სადაც ბავშვები საუბრობენ საყვარელ წიგნებზე, ლიტერატურულ პერსონაჟებზეც თანატოლებს ანთებული თვალებით უყვებიან და ერთმანეთს წიგნის სიყვარულს მეტად უღვივებენ.

ახლახან, კიდევ ერთი შეკრება ჩატარდა ლიტერატურულ კაფეში. „გარეთ გაზაფხულის უჩვეულო დღე იყო, თოვლითა და სუსხით, ჩვენთან კი მხიარულ განწყობას ბავშვების ჟრიამული ქმნიდა - მათი სიცილ-კისკისი ისმოდა“, - ასე აღწერენ ბოსტანის საჯარო სკოლაში შეხვედრას, რომელიც მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა.

„ბავშვები მონდომებით გვესაუბრებოდნენ თავიანთ არჩეულ წიგნებსა და ავტორებზე. ყველაზე პატარა მონაწილე კატომ პატარა გოგონა ჰაიდი გაგვაცნო, მისი პაპა და მეგობარი პეტერი... ილიამ ყველასთვის საყვარელი მოთხრობა წარმოადგინა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა დაღესტანში გატაცებული ქეთოს ემოციური თავგადასავალი... ვერონიკამ არჩილ სულაკაურის ბიჭისა და ძაღლის გულისამაჩუყებელ მეგობრობასთან ერთად, მოგვიყვა თავისი ბიმის თავგადასავალიც, რომელიც ისეთი პატარა იპოვეს, კნუტი ეგონათ, ახლა კი ბომბორა ძაღლია და სკოლაში აცილებს...  ცოტნემ ანცი და გონებამახვილი ტომ სოიერი წარმოგვიდგინა, მესრის შეღებვაში ბიჭებს აქეთ რომ გამოართვა გასამრჯელო, მერე კი ჰეკთან ერთად განძი იპოვა... ჟიულ ვერნის გმირებზე გვანცა და ნინი მოგვიყვნენ, კაპიტან გრანტის საძებნელად აფრააშვებული „დუნკანი“ და ოკეანის თავზე დაშვებული აეროსტატი მათ პოსტერებზეც დრამატულად ჩანდა... სანდრო და ლუკა ბრბოს ფსიქოლოგიაზე გვესაუბრნენ, როგორი ძალა აქვს მის გავლენას და როგორ ვერ ეწინააღმდეგება ვერავინ. ეშმაკის ქვა ხომ სწორედ ამ ძალამ ასროლინა სოფიოს. თუმცა სანდრომ გვითხრა, რაც უნდა დამნაშავე იყოს, ადამიანი მაინც სასამართლომ უნდა განსაჯოსო. ლუკამ კი ლეონიძის უკვდავი მოთხრობის წარმოდგენა ასე დაასრულა, რომ მარიტას სილამაზე ბროწეულის ყვავილში განსახიერდა.

...მარიამმა მითოლოგიის სამყაროში გვამოგზაურა, ჭინკები, დევები, გრძნეულები და მათთან დაპირისპირებული მამაცი ლილე გაგვაცნო. სიყვარული რომ ყოველგვარ წინააღმდეგობას ლახავს . ძმები ლომგულები, ნარნია, ფავნი, ბეჭდების მბრძანებელი გაგვახსენდა. ძველი მონატრებული პაპირუსელებიც გვესტუმრნენ, თომა და ილია.  მერე „გემრიელი ვიქტორინა“ და ტკბილეული დააგემოვნეს, პატარებსაც გაუმასპინძლდნენ. ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი დღე გამოვიდა“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და სხვათა შორის, ბოსტანის საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა ისიც გაგვიმხილეს, რომ ამ მოსწავლეთა ამ ლამაზო მოგზაურობას ლიტერატურის სამყაროში, გაგრძელება აუცილებლად ექნება.


იხილეთ  ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შეიცვალა თუ არა აკრძალული ნივთების ჩამონათვალი - გამოცდები 2026

მოსწავლე სასტუმროს მეორე სართულიდან გადავარდა - სავარაუდოდ ბავშვები ექსკურსიაზე იყვნენ

379 957 ბავშვი, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება - ომბუდსმენის 2025 წლის ანგარიში

მინისტრის ბრძანებით განახლდა საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის ფუნქციები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ღონისძიება მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა და არაერთი საგანმანათლებლო, შემოქმედებითი თუ საზეიმო ნომერი გააერთიანა

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება