| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყემლანის საჯარო სკოლაში თემაზე „100 წელი საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე“ გაკვეთილი ჩატარდა.
დაწყებითი განათლების პედაგოგმა ციალა კაპანაძემ მოსწავლეებს საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესახებ ესაუბრა, კონკრეტულად კი, თუ რა გზა განვლო ქვეყანამ 1918 წლის 26 მაისიდან დღემდე.
1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო