სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ცოდნას“ მოსწავლეები საქართველოს უზენაეს სასამართლოს ეწვივნენ
11-03-2024
-
+


კერძო სკოლა „ცოდნაში“ არაფორმალურ განათლების როლი და მნიშვნელობა კარგად ესმით, ამიტომ ამ მიმართულებით მოსწავლეები არაერთ პროექტში არიან ჩართულნი. 

ამჯერად, უფროსკლასელები არაფორმალური განათლების ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ლია ბაზაძის და ისტორიისა და მოქალაქეობის პედაგოგის - თამუნა ოქროპირიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ეწვივნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს გულითადი მასპინძლობა გაუწიეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა -  ხათუნა ჩარკვიანმა და ასევე, ლუარა ჭანტურიამ.

მოსწავლეებთან საინტერესო და ინტერაქციული ლექცია გამართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, რევაზ ნადარაიამ.

აღსანიშნავია, რომ ექსკურსია დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით: მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლო დარბაზები, ნახეს ეპოქალური მნიშვნელობის ნივთები და დოკუმენტური მასალები.

სკოლაში, საუკეთესო დახვედრისთვის, საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებისთვის მასპინძლებს მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება