| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კერძო სკოლა „ანაბასისში“ სასწავლო პროცესი ყოველთვის გამორჩეული ინიციატივებით, შთამბეჭდავი აქტივობებითა და მრავალფეროვანი ღონისძიებებით არის გაჯერებული, რაც შესაბამისად მოსწავლეთა დიდი ინტერესსა, აქტიურობას იწვევს.
ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეებმა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ლიტერატურული ღონისძიება წარადგინეს, რომელმაც დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება გიორგი ლეონიძის შემოქმედებას მიეძღვნა, მოსწავლეებმა შთამბეჭდავი თეტრალური წარმოდგენა გაითამაშეს, ნაწარმოებიდან - „ნატვრის ხე“.
ღონისძიებაც ორ მთავარ მიზანს ემსახურებოდა, პირველი: მოსწავლეები გაცნობოდნენ მწერალს, მის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას, მეორე - მოსწავლეებმა შეძლონ თანაგრძნობა, რომ არ იქცნენ ბრბოდ, რომელლმაც მარიტა გაწირა.
„პროექტი - „ოქროს შხეფზე გავსრიალდეთ ოცნებათა ნავზე“, ნატვრის ხის ტოტებზე გამონასკვნილი გოგლას ყრმობის მოგონებები, გააზრებულნი დიდი მხატვრის ღრმა ინტელექტით, თანამედროვე ოსტატის თვალთახედვით წრმოგვიდგებიან. გიორგი ლეონიძის შემოქმედების „სასწაულმოქმედი ძალა“, მისი შედევრები თითქოსდა ერთი ამოსუნთქვითაა შექმნილი. გიორგი ლეონიძემ იმ ჯიშის ნაყოფი გამოზარდა, რომლის გემოც ყველა ქართველმა უნდა დააგემოვნოს, შეითვისოს, შეიყვარეს, აიტაცოს. გიორგი ლეონიძე კი არ გვიამბობს, არამედ პოეტურ სურათებად ალაგებსცალკეულ ნახატებს“, - ასე გვიყვებიან სკოლაში ღონისძიებაზე, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა და მოსწავლეები წარუშლელი შთაბეჭდილებები აავსო.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ადგილობრივმა მედიამაც გაავრცელა, იხილეთ რეპორტაჟი.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ