სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კაბლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები STEM კლუბის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ
07-03-2024
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე პედაგოგები ყოველდღიურად ზრუნავენ. 

აღსანიშნავია, რომ თავად მოსწავლეებიც მოტივირებულები არიან. ამის დასტურია ისიც, რომ ისინი STEM -კლუბის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ. გარდა ამისა, STEM -ის ლაბორატორიის რესურსებს ქიმიისა და ფიზიკის გაკვეთილებზე მასწავლებლები - აგილ ისლამოვი,  ვახიდ სულეიმანოვი და ვუგარ ალიევი, ისეთი საკითხების შესწავლის დროს, როგორიცაა „ენერგია და მისი სახეები“, „ქიმიური ბმის ენერგია“, „ენერგიის ქიმიური წყაროები“ და სხვა, წარმატებით იყენებენ.

ამჯერად, STEM -ის ლაბორატორიაში მოსწავლეებმა გაკვეთილზე ნახეს როგორ მუშაობს მზის ბატარეა, როგორ შეიძლება ჩვეულებრივი წყლის დაშლის შედეგად მიღებული ენერგიით მანქანის ამოძრავება. მათ თვალნათლივ დაინახეს, როგორ შეიძლება ნივთიერების დაშლის შედეგედ მიღებული ენერგია ადამიანმა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

„ასეთი გაკვეთილები უფრო მეტად მიმზედველსა და საინტერესოს გახდის მოსწავლეებისთვის STEM საგნებს და სკოლასაც ხელს უწყობს აკადემიური მიზნების მიღწევაში“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება