| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მოსწავლეთა სპორტით დაინტერესებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, გიმნაზიაში სპორტული აქტივობები დაიწყო.
ამჯერად, გიმნაზიაში გაიმართა ტრადიციული საჩვენებელი საკალათბურთო შეხვედრა სკოლის უფროსკლასელებს შორის, ერთმანეთს X და XI კლასის მოსწავლეები შეხვდნენ, ბოლოს კი მეგობრობამ გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ საჩვენებელი შეხვედრის მიზანი მოსწავლეების სპორტული უნარების წარმოჩენა და განვლილი სპორტული პროგრამების განმტკიცება იყო.
თამაშს გიმნაზიის დირექცია და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
სკოლაში გვიყვებიან, რომ: ჯანსაღი ცხოვრების წესი ერთგვარ აუცილებელ პირობად იქცა დღევანდელ ცხოვრებაში, ამ მხრივ კი გიმნაზია ყოველთვის ცდილობს მოსწავლეები ჩართოს სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ