სიახლეები
სიახლეები

„ასეთი პროექტის ანალოგი არ მახსენდება“- როგორ აფასებენ Izrune.ge-ს ინოვაციურ პროექტს ზუგდიდის საკრებულოში
02-11-2017
-
+


„ეტალონის“ ავტორმა ზუგდიდის საკრებულოში Izrune.ge-ს პრეზენტაცია გამართა. 

გოჩა ტყეშელაშვილმა საკრებულოს წარმომადგენლებს ახალი პროექტი გააცნო. მოსწავლეთა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი, ინდივიდუალური ტესტირების თანამედროვე საიტი, საპილოტე რეჟიმშია ჩართული და უამრავ სიახლეს სთავაზობს მშობლებს, მოსწავლეებს და საგანმანათლებლო სფეროთი დაინტერესებულ პირებს.

საკრებულოს წარმომადგენლებმა პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ზუგდიდის გამგებლის პირველი მოადგილე მამუკა წოწერია Etaloni.ge-სთან ახალი პროექტის შესახებ საუბრობს:

Izrune.ge უმნიშვნელოვანესი პროექტია. ვთვლით, რომ ეს არის ყველაზე ეფექტური ფორმა მშობელთა ჩართულობისა საკუთარი შვილების განათლების დონის კონტროლის და დახვეწის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს არის ინოვაციური პროექტი, რომლის ანალოგი მე, პირადად, არც მახსენდება. ჩვენი მუნიციპალიტეტი დიდი სიამოვნებით ჩაერთვება ყველა მხარდამჭერ აქციაში, ეს იქნება ორგანიზაციული თუ სხვადასხვა სახის.''

Izrune.ge ხელს შეუწყობს განათლების სისტემის ეფექტურობას. პროექტი იქნება ორიენტირი  მშობლებისათვის, მოსწავლეებისთვის, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის თუ რაზე უნდა აიღონ ძირითადი აქცენტები და როგორ გამოასწორონ ხარვეზი, რომელიც მოსწავლესთან ურთიერთობაში არსებობს. აქედან გამომდინარე, დიდი გულისყურით ველოდებით ამ პროექტის განხორციელებას.“- აცხადებს მამუკა წოწერია.

ზუგდიდის საკრებულოს წევრის სანდრო სორდიას თქმით, პრეზენტაცია მართლაც შთამბეჭდავი იყო: 

შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ინოვაცია ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში. ასეთი პროექტის განხორციელება მკვეთრად გააუმჯობესებს მოსწავლეებში ცოდნის დონეს.

პროექტი უკავშირდება ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის სახელს, მის სახელთან კი დაკავშირებულია ინოვაციური პროექტების მთელი ნუსხა. ეს ადამიანი არის იდეების გენერატორი. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში Izrune.ge-ს მხარს ყველანაირად დავუჭერთ.“

ზუგდიდის საკრებულოს წევრი თამუნა ჯიქია Izrune.ge-ს შესახებ მის მოლოდინებს გვიზიარებს. მისი თქმით, ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი წამოწყება, რომელიც განათლების სისტემას გააუმჯობესებს:

Izrune.ge ნამდვილად მისასალმებელი პროექტია. საკრებულოში გრანდიოზული პრეზენტაცია გაიმართა. ზუგდიდი ყოველთვის იყო მხარდამჭერი განათლების საინტერესო იდეებისა. ის მონდომება, რაც ამ პროექტშია ჩადებული აუცილებლად გამოიღებს შედეგს. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვებს ეს მეტ სტიმულს მისცემს, სწავლისკენ შემოაბრუნებს. თანამედროვე თაობისთვის კომპიუტერი და ახალი ტექნოლოგიები არის პრიორიტეტი და წიგნს ნაკლებად კითხულობენ, Izrune.ge კი გარანტირებულად მოაბრუნებს ახალგაზრდობას წიგნისკენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან განათლების დონე ახალგაზრდებში ამაღლდება.“

ზუგდიდის საკრებულოს წევრი კონსტანტინე კაკავა აღნიშნავს, რომ Izrune.ge არა მხოლოდ განათლებაზე იქნება ორიენტირებული, მნიშვნელოვანია რომ პროექტი დაახლოვებს მშობელსა და შვილს:

რა თქმა უნდა, Izrune.ge და ნებისმიერი პროექტი, რომელიც განხორციელდება „ეტალონის“ ეგიდით, არის მიმართული განათლების სტიმულირებისთვის, რათა ახალი თაობა მეტად მოტივირებული იყოს. Izrune.ge არა მხოლოდ განათლებაზე იქნება ორიენტირებული, მნიშვნელოვანია რომ პროექტი აახლოვებს მშობელსა და შვილს. მშობლის ფუნქცია იზრდება სწავლის პროცესში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც არის რომ ჩვენ, ზუგდიდის საკრებულო მხარს ვუჭერთ ამ ახალ პროექტს.“

''ეტალონის'' ავტორმა ზუგდიდის საკრებულოში Izrune.ge-ს პრეზენტაცია გამართა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

უქმე დღეა თუ არა 17 დეკემბერი სკოლებისა და ბაღებისთვის? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

„ვერავინ აუკრძალავს მოსწავლეს, რომ მობილური ტელეფონით მივიდეს სკოლაში“

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები
საზოგადოება